სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

გიორგი (გია) ბოჩიას ძე გვაზავა

კატეგორია: II საარმიო კორპუსი

გიორგი (გია) ბოჩიას ძე გვაზავა დაიბადა გულრიფშის რაიონის დაბა აგუძერში 1969 წლის  22 იანვარს.

1986 წელს  დაამთავრა გულრიფშის  საშუალო სკოლა. იმავე წელს სწავლა  განაგრძო  სოხუმის ფიზიკა-ტექნიკურ  კვლევით ინსტიტუტში. 1988 წელს გია გვაზავა გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო  სამსახურში,ქალაქ ლვოვში შინაგან  საქმეთა სამინისტროს განყოფილებაში. 1990 წელს  დემობილიზაციის შემდეგ  მუშაობა დაიწყო  საქართველოს უშიშროების სამინისტროს დაზვერვის სამსახურში,სადაც მიიღო ოფიცერ-ლეიტენანტის წოდება.

აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე გია გვაზავა აქტიუირად  ჩაერთო საბრძოლო მოქმედებაში ხოლო 1993 წლის  იანვრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის  თავდაცვის სამინისტროს  მე-2 საარმიო კორპუსის 321-1 ცალკეულ  სადაზვერვო ბატალიონში ოცმეთაურად. იყო მამაცი და თავდადებული მებრძოლი.

1993 წლის 16 მარტს  მდინარე გუმისმთის მისადგომებთან  მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს გია გვაზავა ვაჟკაცურად დაიღუპა.

გია გვაზავა დაკრძალულია გულრიფშში.

error: Content is protected !!