ზურაბ იარაჯული დაიბადა 1972 წლის 12 მარტს. ქართველი სამხედრო მფრინავი, აფხაზეთში ომის დაწყების შემდეგ 1992 წელს საქართველოში დაბრუნდა და გადამზადება სუ-25 მოიერიშეზე გაიარა, ზურაბ იარაჯულს იმავე წელს, ავიაციის ლეიტენანტის წოდება მიენიჭა. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ზურაბ იარაჯულმა ოცზე მეტი საბრძოლო გაფრენა განახორციელა.
1993 წლის 13 ივლისს მონაწილეობდა სოხუმის მისადგომებთან სოფ. შრომის დაცვაში. ამ დღეს კოპიტნარის აეროდრომიდან განახორციელა 2 საბრძოლო გაფრენა. მოწინააღმდეგის კოლონაზე შეტევის დროს მისი სუ-25 მოიერიშე ჩამოაგდეს. იარაჯულმა მოახერხა კატაპულტირება, თუმცა ფრონტის ხაზს მიღმა აღმოჩნდა. დაიღუპა გუმისთის ტყეში მდევართან შეტაკების დროს მას შემდეგ რაც უარი განაცხადა დანებებაზე.სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, ხოლო 2013 წელის 19 სექტემბერს ზურაბ იარაჯულს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
გმირების მარადისობა ქვეყნის წარსულში, აწმყოსა და მომავალშია.
Discussion about this post