სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

დავით დგებუაძე

კატეგორია: II საარმიო კორპუსი

დავით დგებუაძე 1975 წლის 9 თებერვალს გაგრის რაიონის  დაბა განთიადში დაიბადა.

1988 წლიდან  ოჯახი  გადავიდა  საცხოვრებლად გულრიფშის რაიონის სოფელ  ესტონკაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა  სოხუმის სასოფლო-სამეურნეო  ინსტიტუტში. კეთილი, თავმდაბალი,მოსიყვარულე  დავითი  სულით ხორცამდე  შეძრა ქვეყანაში დატრიალებულმა  უბედურებამ  და  17 წლის  ჭაბუკი  თავდაუზოგავად,ვაჟკაცურად იბრძოდა სამშობლოს  დასაცავად. ვერ ურიგდებოდა იმ აზრს, რომ  მშობლიურ მიწას ეცილებოდა ის აფხაზიც , რომელიც  მასთან  ერთად გაიზარდა.

დავით დგებუაძე მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეული მატერიალური  უზრუნველყოფის  ბატალიონის რიგითად 1992 წლის  დეკემბერში ჩაირიცხა. ქალაქ  სოხუმზე ბოლო შემოტევის დროს  ბატალიონს დავალებული ჰქონდა  დრანდა-აეროპორტის  მიმდებარე ტერიტორიაზე  არსებული  ბაზების დაცვა. სოხუმისთვის საბედისწერო დღე მოახლოვებულიყო. 25 სექტემბერს ქალაქის შემოგარენს უტევდა მტერი… სხვებთან  ერთად , დავით დგებუაძე  მედგრად იცავდა  ახალგაზრდული შემართებით  მშობლიურ მიწას… საუბედუროდ ალყაში მოექცნენ…  გარკვეული ბრძოლის შემდეგ  ბატალიონი დაიშალა ჯგუფებად…

ომში  სიკვდილს მოულოდნელობას  ვერ დაარქმევ… დავით დგებუაძე 1993 წლის 29 სექტემბერს ბრძოლის დროს – აფხაზმა სეპარატისტებმა  დახვრიტეს სოფელ დრანდაში. მხოლოდ ოცდამეთხუთმეტე  დღეს შეძლეს მისი ცხედრის  მიწისთვის მიბარება.

error: Content is protected !!