ფრიდონ (სპირიდონ) ვარლამის ძე თირქია დაიბადა 1954 წლის 22 მაისს ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში.
1971 წლიდან ცხოვრობდა ქალაქ სოხუმში. 1974 წელს მოიხადა სამხედრო-სავალდებილო სამსახური. დემობილიზაციის შემდეგ სოხუმში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო. 1979 წელს დაქორწინდა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს მაიორი ფრიდონ თირქია 1993 წლის 1 იანვრიდან მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეული სარემონტო აღდგენით ბატალიონში- მეთაურის მოადგილედ.
1993 წლის 27 სექტემბერს, მაშინ, როცა სოხუმზე ბოლო შეტევები ხორციელდებოდა ,ბატალიონის მებრძოლები ქალაქის დამცველთა რიგებს შუერთდნენ. მაიორი ფრიდონ თირქია , აეროპორტის მიდამოებში მიმდინარე უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპა. თანამებრძოლებმა მისი ცხედარი იქვე დაკრძალეს.
ფრიდონ თირქიას დარჩა მეუღლე და ქალიშვილი.