მურმან აქვსენტის ძე თოდუა დაიბადა 1945 წლის 5 თებერვალს ზუგდიდში.
1975 წლიდან ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ ქალაქ სოხუმში.
მუშაობდა სოხუმის ავტოპარკში მძღოლად.
მურმან თოდუა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქიმიური დაცვის ბატალიონში.
მურმან თოდუა 1993 წლის 27 სექტემბერს, შვილთან ზურაბ თოდუასთან ერთად დაიღუპა.