სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ბონდო შოთას ძე ლაბაძე

კატეგორია: II საარმიო კორპუსი

ბონდო შოთას ძე ლაბაძე დაიბადა 1960  წლის 2 ივნისს  საჩხერის რაიონში . დაამთავრა ჭალვანის საშუალო სკოლა.ცხოვრობდა აფხაზეთში,დაბა  მაჭარაში.

1992 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის საარტილერიო  დივიზიონის  I ოცეულის  მე-2 დათვლის  მემიზნედ. იყო თავდადებული,მამაცი მეომარი,პირნათლად ასრულებდა  მასზე დაკისრებულ  მოვალეობებს.

ბონდო ლაბაძე  1993 წლის 24 თებერვალს ერთ-ერთი საბრძოლო  ოპერაციის შესრულების დროს  გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.

საქართველოს  ტერიტორიუილი  მთლიანობისთვის  ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის  ბონდო ლაბაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა  მედლით  „ საბრძოლო  დამსახურებისათვის“.

error: Content is protected !!