სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ნუგზარ შოთას ძე მილორავა

კატეგორია: II საარმიო კორპუსი

ნუგზარ შოთას ძე მილორავა  დაიბადა  1961 წლის 24 ივნისს ქალაქ  სოხუმში. სწავლობდა  სოხუმის მე-12 საშუალო სკოლაში. დაამთავრა რიაზანის უმაღლეს  სამხედრო სასწავლებელი. ვიცე-პოლკოვნიკი  ნუგზარ მილორავა ომის დაწყების პირველივე  დღიდან  საომარ მოქმედებებში ჩაერთო.

ნუგზარ მილორავა 1992 წლის  ოქტომბრიდან საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს  მე-2  საარმიო კორპუსის ცალკეული სატანკო  ბატალიონის მეთაური იყო.

ნუგზარ მილორავა  გამოირჩეოდა  მხედრული მამაცობით  და  მაღალი ორგანიზებული ნიჭით. მე-2 საარმიო კორპუსის ხელმძღვანელობისაგან  არაერთი მადლობა დაიმსახურა. თავისი  პროფესიონალიზმიდან  გამომდინარე აქტიურად იყო ჩაბმული  ბატალიონის მიერ  წარმოებულ საბრძოლო  ოპერაციებში – სოფელ ტამიშშთან,  ცუგუროვკაში,შრომაში  მდინარე გუმისთის  მისადგომებთან.

სოხუმზე უზომოდ  შეყვარებული  ვაჟკაცი სიციცხლის  ბოლო  წუთებამდე  ერთგულად  იდგა  მშობლიური  ქალაქის  სადარაჯოზე. 1993  წლის 27 სექტემბერს ტანკი, რომელსაც  ვიცე-პოლკოვნიკი  ნუგზარ მილორავა მართავდა,სოხუმის  ქუჩებში  უთანასწორო  ორთაბრძოლის დროს   აფხაზმა  სეპარატისტებმა  და მათმა  მხარდამჭერებმა  ააფეთქეს. ნუგზარ  მილორავა თავის ეკიპაჟის წევრებთან ერთად  გმირულად დაიღუპა… სამწუხაროდ ,საბრძოლო მანქანა  მოწინააღმდეგეს ჩაუვარდა ხელში და  ცხედრების გამოყვანა  შეუძლებელი გახდა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული  მთლიანობისათვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობისა,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  ვიცე  პოლკოვნიკი  ნუგზარ მილორავა ,სიკვდილის შემდეგ ,დაჯილდოვდა ვახტანგ  გორგასლის  III  ხარსიხის ორდენით.

error: Content is protected !!