სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

უშანგი მიქაძე

კატეგორია: II საარმიო კორპუსი

უშანგი მიქაძე დაიბადა 1962 წლის 4 ოქტომბერს დაბა  განთიადში. სკოლის  დამთავრების შემდეგ   სამხედრო-სავალდებულო  სამსახური  მოიხადა.

 აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდანვე  აქტიურად  ჩაება სამშობლოს  ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში.

        უშანგი მიქაძე  1992 წელს ჩაირიცხა  მე-2  საარმიო  კორპუსის №321-ე  სადაზვერვო ბატალიონის მე-2 ასეულში. გაგრის აღების  შემდეგ  უშანგის  და მის მეგობრებს  წინააღმდეგობა არ შეუწყვეტიათ. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ  ჩატარებულ სადაზვერვო ოპერაციებში. იბრძოდა გმირულად,ვაჟკაცურად.

     უშანგი  მიქაძე 1993 წლის  18 სექტემბერს  მდინარე  გუმისმთასთან  მიმდინარე ბრძოლაში  გმირულად დაიღუპა. მისი ცხედარი  თანამებრძოლებმა  გადმოასვენეს.

  უშანგი  მიქაძე დაკრძალულია  ქალაქ წყალტუბოში.

error: Content is protected !!