სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ვანო უშანგის ძე ნანობაშვილი

კატეგორია: II საარმიო კორპუსი

ვანო უშანგის ძე ნანობაშვილი (18 დეკემბერი 1965-4 ივლისი 1993) სიღნაღის რ-ნის სამხედრო კომისარიატის რეზერვის ოფიცრების აღრიცხვისა და გაწვევის სექტორის უფროსი ლეინტენატი დაიღუპა საბრძოლო მოქმედებების დროს სოფ. შრომასთნ აფხაზეთში. დაკრძალულია სოფ. ვაქირში.

ვანო ნანობაშვილი სიღნაღის რაიონის სამხედრო კომისარიატის მესამე განყოფილების უფროსი იყო. მას ევალებოდა სხვების ჯარში გაწვევა, მაგრამ თვითონ წავიდა აფხაზეთში და სამშობლოს შეეწირა.

აგუძერასთან (გულრიფშის რაიონი) გამართული ბრძოლების დროს, ვანო სადაზვერვო ასეულის მეთაურად მსახურობდა. მტერმა ჩვენი მებრძოლები ალყაში მოაქცია, რა დროსაც მან თავი გადადო და ჯავშანტრანსპორტიორით დაჭრილების გამოყვანა დაიწყო. ყველა გადაარჩინა და ბოლოს როცა თვითონაც აპირებდა ცეცხლის ხაზიდან გამოღწევას, სწორედ მაშინ მიიღო მძიმე ჭრილობები (ჭურვის ნამსხვრევები).

1993 წლის 4 ივლისს, სოფელ შრომასთან, საპომარი მოქმედებების დროს,  გამთენიისას, ვანო ნანობაშვილი ვაჟკაცურად დაიღუპა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის, ვანო ნანობაშვილი, სიკვდილის შემდეგ,  ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

დარჩა მეუღლე (ლაურა) და ორი მცირეწლოვანი შვილი (მაკა (4 წლის) და მარი (3 წლის).

 

error: Content is protected !!