სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

თამაზ დავითის ძე ჯალაღონია

კატეგორია: II საარმიო კორპუსი

თამაზ  დავითის  ძე  ჯალაღონია  დაიბადა  1946  წლის  5  იანვარს  ჩხოროწყუს  რაიონის სოფელ ახუთში.  მოგვიანებით  ჯალაღონიების  ოჯახი  საცხოვრებლად ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში  გადავიდა.

თამაზ ჯალაღონია , 1993 წლის 1 თებერვლიდან, მსახურობდა საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის სამინისტროს მე-2  საარმიო  კორპუსის  ცალკეული სატანკო ბატალიონის  მე-3  სატანკო  ოცეულის  უფროს  მძღოლ-მექანიკოსად. მონაწილეობდა  ბატალიონის მიერ ჩატარებულ  საბრძოლო ოპერაციებში  სოფელ ლაბრას,  შრომა-კომანის,გუმისთას მიმართულებით.

თამაზ  ჯალაღონია   1993 წლის  11  ივნისს  სოფელ  შრომის  მისადგომებთან   წარმოებული ერთ-ერთი  სამხედრო  ოპერაციის  დროს  სასიკვდილოდ  დაიჭრა  თავის არეში. დაკრძალულია სოფელ კინდღის სასაფლაოზე.

 

error: Content is protected !!