ლაშა ვლადიმერის ძე ჯანხოთელი დაიბადა 1971 წლის 26 მარტს.
სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. ლაშა ჯანხოთელი 1993 წლის 21 ივნისიდან ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქიმიური დაცვის ბატალიონის შტაბის უფროსის მოადგილედ. მინიჭებული ჰქონდა ლეიტენანტის სამხედრო წოდება. ლაშა ჯანხოთელი გამოირჩეოდა მინდობილი საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით. ასრულებდა სამხედრო ხელმძღვანელობის მითითებებსა და დავალებებს, მონაწილეობდა არაერთ სამხედრო ოპერაციაში სოფელ ტამიშში, გუმისთასა და შრომაში.
ლაშა ჯანხოთელი მოწინააღმდეგეების მიერ განხორციელებული საარტილერიო დაბომბვისას მძიმედ დაიჭრა გულ-მკერდის არეში. 1993 წლის 6 ივლისს, ექიმების მცდელობის მიუხედავად, ჭრილობებისაგან გარდაიცვალა სოხუმის ჰოსპიტალში.
ლაშა ჯანხოთელი დაკრძალულია ქალაქ სოხუმში, „კაშტაკის“ სასაფლაოზე.