შუქრი ნიკოლოზის ძე ანჩაბაძე დაიბადა 1951 წლის 4 ივნისს ქ. გალში. დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. მუშაობდა სიდის მეურნეობაში აგრონომად , ქალაქის საბჭოში. იპოდრომის დირექტორის მოადგილედ, გაზის სამმართველოში ერთ-ერთი განყოფილების უფროსად” . შემდეგ კი პოლიციაში.
კაპიტანი შუქრი ნიკოლოზის ძე ანჩაბაძე აფხაზეთის სამხედრო პოლიციის სამმართველოს რიგებში იბრძოდა 1993 წლის იანვრიდან, მესამე ასეულის მეთაურად.
1993 წლის 25 ივლისს საქართველოს სამხედრო პოლიციის შტაბის უფროსის ბრძანებით შუქრი ანჩაბაძე თავისი ასეულით გაიგზავნა შრომა -კამანის მიმართულებით, შეტევაზე გადმოსული მტრის შესაჩერებლად.
ამ ბრძოლაში შუქრი დაიღუპა. ასევე გმირულად დაიღუპა მისი შვილი ზურაბ ანჩაბაძეც.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის შუქრი და ზურაბ ანჩაბაძეები, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვებული არიან ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.