ელგუჯა ნატმელაძე დაიბადა 1961 წლის 1 მარტს, ქალაქ სოხუმში. 1992 წლის 25 აგვისტოდან ელგუჯა ნატმელაძე ჩაირიცხა აფხაზეთის სამხედრო პოლიციის შემადგენლობაში. აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.
ელგუჯა ბრიგადის მეთაურის ბრძანებით, საბრძოლო დავალების შესასრულებლად ვერტმფრენით გაიგზავნა ოჩამჩირეში. ვერტმფრენის აფეთქების შედეგად, 1992 წლის 11 ოქტომბერს, ელგუჯა ნატმელაძე მეგობარ მურთაზ გახოკიძესთან ერთად დაიღუპა. ათი დღის შემდეგ თანამებრძოლებმა, ვახტანგ ლომიძემ და დიმა ცაგურიამ გამოასვენეს. ელგუჯა ნატმელაძე დაკრძალულია სოფელ ვარჩეში.