აპოლონ ვლადიმირის ძე ქარდავა დაიბადა 1951 წლის 5 ივნისს ქალაქ სოხუმში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის მ.თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. მუშაობდა სოხუმის რაიონის სოფელ შრომის საშუალო სკოლაში მასწავლებლად.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლიდან აპოლონი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-3 ბატალიონში, რიგითად. მონაწილეობდა არაერთ საბრძოლო ოპერაციაში.
აპოლონ ქარდავა დაიღუპა 1993 წლის 22 ივლისს, სოფელ შრომაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის აპოლონ ქარდავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.