სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ბადრი ვლადიმერის ძე გურჩიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

ბადრი ვლადიმერის ძე გურჩიანი დაიბადა 1966 წლის 28 ივნისს გულრიფშის რაიონის სოფ. აჟარაში.

საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში.

მობილიზაციის შემდეგ ბადრი გურჩიანი  მუშაობას იწყებს აფხაზეთის შსს გულრიფშის რაიონის დრანდის განყოფილების რიგით პოლიციელად.  შსს ორგანოში მუშაობის დაწყებისთანავე თავი გამოიჩინა  როგორც კეთილსინდისიერი და მაღალპროფესიონალური კადრი. მან მასზე დაკისრებული დავალება შეასრულა   მაღალ  დონეზე.  უმოკლეს დროში დაიმსახურა ავტორიტეტი ხელმძღვანელ პირებს შორის. დაჯილდოებული იყო ფასიანი საჩუქრებით.

ახალგაზრდა პოლიციელი სწავლასა და მუშაობას უთავსებდა. იგი პარალელურად სწავლობდა ქ. ლენინგრადის მილიციის  სკოლაში.

როცა ქვეყანას გაუჭირდა ბ. გურჩიანი უყუყმანოდ  დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად.

1992 წლის 14 აგვისტოს პოლიციის სერჟანტი ბ. გურჩიანი მორიგეობდა აგუძერის დასახლების ცენტრალიზებული  დაცვის პულტში, იმავე დასახლებაში აგუძერის საშუალო სკოლისა და მშენებარე სახლის შენობაში დისლოცირებული იყო ე.წ. „აფხაზეთის შინაგანი ჯარი“, „აფხაზური გვარდია“.

„აფხაზური გვარდის“ მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს საქართველოს პოლიციისა და გვარდიის ნაწილებს, რის შედეგადაც ერთ-ერთი საბრძოლო  მანქანა ააფეთქეს და  ცეცხლი  წაეკიდა. პოლიციის რიგითი ბადრი ვლადიმერის ძე  გურჩიანმა, აფეთქებულ საბრძოლო მანქანაში დარჩენილი პოლიციელებისწ გადარჩენის მცდელობისას მიიღო სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში, რის შედეგადაც ადგილზევე გარდაიცვალა.

ბადრი ვლადიმერის ძე გურჩუიანი დაკრძალულია გულრიფშის რ-ში, სოფ. ქვემო ფშაფში.

error: Content is protected !!