სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ბეგული (დათო) მექის ძე ვაჩეიშვილი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

ბეგული (დათო) მექის ძე ვაჩეიშვილი დაიბადა 1945 წლის 3 იანვარს აბაშის რაიონში, სოფელ მარანში.

1963 წელს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში, დემობილიზაციის შემდეგ სწავლა გააგრძელა საქართველოს შს სამინისტროს თბილისის მილიციის უმაღლეს სკოლაში. 1967-1969 წლამდე მუშაობდა ჯერ ხობის, ხოლო შემდგომ გალის რაიონის შს შრომაგასწორების კოლონიებში ოპერატიულ მუშაკად. 1973-1976 წლებში კი ქალაქ ზუგდიდის შინაგან საქმეთა საქართველოს განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს უფროს ინსპექტორად. 1976 წლიდან სამუშაოდ გადაიყვანეს ქ. სოხუმის მილიციის საქალაქო განყოფილებაში სისხლის სამართლის სამძებროს უფროს ინსპექტორად, მუშაობის პარალელურად დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტი. 26 წელი იმსახურა შს ორგანოებში ბეგული ვაჩეიშვილმა და ამ ხნის მანძილზე თავი გამოიჩინა მინდობილი საქმის მაღალპროფესიონალურ დონეზე შესრულებით. გახდა პოლიციის მაიორი, დამსახურები ავტორიტეტით სარგებლობდა კოლეგებსა და ხელმძღვანელობას შორის. დაჯილდოებული იყო შს ორგანოებში 10,15 და 20 წლის უმწიკვლო მუშაობისათვის მედლებით და ქების სიგელებით. აფხაზეთში საომარი კონფლიქტის დაწყებისთანავე ბეგული ვაჩეიშვილი უყოყმანოდ ჩადგა სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა რიგებში, იბრძოდა გმირულად, ვაჟკაცურად.  მან თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს ერთიანობისა და მთლიანობისათვის თავგანწირულმა მებრძოლმა.

1993 წლის 28 სექტემბერს სოფ. ბაბუშერასთან მტრის შემოტევის დროს იგი გმირულად დაიღუპა მათთან ბრძოლაში“.

error: Content is protected !!