ლორენ ოდიშარია დაიბადა 1951 წლის 28 აგვისტოს.1968 წელს დაამთავრა ქ. სოხუმის # 11 საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა მ. გორკის სახ. პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორიის ფაკულტეტზე. პინნათლად მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. მუშაობა დაიწყო აფხაზეთის შს ორგანოში. ჰქონდა კაპიტნის წოდება.
ლორენი ყველას მიმართსაოცარი თავაზიანობით გამოირჩეოდა. სწორედ ამის დამსახურება იყო მისადმი გამოჩენილი სიყვარული და პატივისცემა. მას აფხაზეთში მცხოვრებ ყველა ადამიანზე გული შესტკიოდა და სწორედ ადამიანთა და მოქალაქეთა გადარჩენის საქმეს შესწირა თავი.
ლორენი ოდიშარია იყო უშიშარი. ერთ-ერთი დაბომბვის დროს ლორენის კაბინეტს ნასროლი ჭურვი დაეცა. ყველა თანამშრომელი ინსტიქტურად მიწაზე დაეცნენ მიწაზე შიშით, ლორენი კი ფეხმოუცვლელად იდგა, როგორც ბერმუხა, უყურებდა რომელი კუთხიდან ისროდნენ.
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს, როდესაც ქალაქს ყოველი მხრიდან უტევდნენ, მილიციის თანამშრომლებს მიეცათ მითითება გადასულიყვნენ მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და მოსახლეობის ევაკუაცია.
ლორენ ოდიშარია გმირულად დაეცა საბრძოლო მოვალეობის შესრულების დროს სოხუმის რკინიგზის რაიონში. დაასაფლავეს იქვე, დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის, ლორენ ოდიშარია, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.