ზურაბ პანტელეიმონის ძე უბილავა დაიბადა 1962 წლის 3 ოქტომბერს, ქალაქ ტყვარჩელში. აფხაზეთის ომის დაწყების პირველ დღეებში მუშაობდა აფხაზეთის შს სამინისტროს ოჩამჩირის რაიგანყოფილებაში, სისხლის
სამართლის სამძებროს ინსპექტორად. 1993 წლის ივნისის თვიდან ოჩამჩირის რაიგანყოფილების პირადი შემადგენლობა გადაიყვანეს 24-ე ბრიგადის დაქვემდებარებაში, საკომენდატო ასეულად.
უბილავა ზურაბი პანტელეიმონის ძე იყო თავდადებული მებრძოლი, პირნათლად ასრულებდა მეთაურის დავალებებს, პასუხისმგებლობით ეკიდებოდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას.
1993 წლის 17 სექტემბერს 24-ე ბრიგადის საკომენდატო ასეული, იცავდა ოჩამჩირის რაიონის სოფ. ცაგერას მდ. ცხენისწყალზე მტერთან შეტაკებისას საკომენდატო ასეულის ოცმეთაური უბილავა ზ. პ. დაიჭრა მძიმედ და მიყვანილ იქნა ოჩამჩირის საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა.
ზურაბ უბილავა დასაფლავებულია ქ. ოჩამჩირეში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის, ამირან ნორაკიძე, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.