სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

Thursday, April 16, 2026
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ვალერიან ქობალია

Categories: 23-ე ბრიგადა, შსს
Location: აფხაზეთი

ვალერიან ქობალია დაიბადა 1944 წლის 25 თებერვალს, ჩხოროწყუს რაიონში. 1952 წელს, ოჯახთან ერთად გადასახლდა აფხაზეთში.  1961 წელს ვალერიმ დაამთავრა ოჩამჩირის პირველი საშუალო სკოლა, სამხედრო სამსახურ იქ. ჩელიაბინსკში მოიხადა, შემდეგ ჩაირიცხა ქ. ვლადიმირის მილიციის სკოლაში, სადაც წარმატებით დაამთავრა და მიიღო უმცროსი ლეიტენანტის წოდება.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ახალგაზრდა სპეციალისტი მუშაობას იწყებს გალის რაიონის სოფელ სიდის ტერიტორიაზე განლაგებულ შრომა- გასწორების კოლონიაში, მისი მონდომება და საქმის სიყვარული მალე შეამჩნიეს და დააწინაურეს კოლონიის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, კოლონიის დახურვის შემდეგ იგი ღირსეულად ატარებდა კაპიტნის წოდებას. ოჯახური მდგომარეობის გამო იგი დაბრუნდა მშობლიურ რაიონში და მუშაობა დაიწყო ოჩამჩირის შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებაში. მან თავისი პროფესიული ცოდნა კიდევ უფრო სრულყო თბილისის აკადემიის დამთავრების შემდეგ.

ალერი ქობალია სასიკვდილოდ დაიჭრა 1992 წლის 29 ნოემბერს, ოჩამჩირის რაიონში, სოფელ მერკულასთან გამართულ სისხლისმღვრელ ბრძოლაში, ორი დღე ებრძოდა სიცოცხლე მოწყურებული ვაჟკაცი, მაგრამ უთანასწორო ჭიდილში დამარცხდა და სამხედრო ჰოსპიტალში, დის ხელში დალია სული.

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 ივლისის 435 ბრძანებით, ვალერიან ქობალია დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით. დარჩა მეუღლე და სამი შვილი.

error: Content is protected !!