სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

რევაზ ბეგლარის ძე ტაბატაძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, ლესელიძის ბატალიონი
Location: აფხაზეთი

რევაზ ბეგლარის ძე ტაბატაძე დაიბადა 1963 წლის 2 იანვარს ქალაქ გაგრაში – დაბა ლესელიძეში. ლესელიძის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.  რევაზ ტაბატაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ლესელიძის ბატალიონში.

რევაზ ტაბატაძე 1992 წლის 8 ოქტომბერს გაგრაში, დაბა განთიადში მოწინააღმდეგესთან შეტაკებისას გმირულად დაიღუპა.

რევაზ ტაბატაძეს დარჩა ცოლ-შვილი.

error: Content is protected !!