სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ვასო ვლადიმერის ძე გახარია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონი
Location: აფხაზეთი

ვასო ვლადიმერის ძე გახარია დაიბადა  1973 წლის 15 აგვისტოს. ცხოვრობდა გულრიფშის რაიონის სოფელ ბაღმარანში.   რიგითი ვასო გახარია, 1992  წლის ნოემბერში ჩაირიცხა  შსს შინაგანი  ჯარების  სოხუმის ცალკეულ   ბატალიონის სამხედრო  ნაწილში.

1992-1993 წლებში აქტიურად მონაწილეობდა  ბატალიონის მიერ ჩატარებულ  #ყველა საბრძოლო ოპერაციაში. განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა  სოფელ აჩადარასთან ,ლაბრასა და ტამიშთან  მიმდინარე ორთაბრძოლებში.

1993 წლის 25 ივლისს  კორპუსის მეთაურის ბრძანებით  ს/ნ  2061-ის ოცეული ,30 მეომრის შემადგენლობით  გაიგზავნა სოფელ შრომის მისადგომებთან  გამაგრებული მტრის  შემოტევის მოსაგერიებლად.

აფხაზ სეპარატისტებსა და დაქირავებულ „ბოევიკებთან“ უთანასწორო ბრძოლაში  შინაგანი ჯარების  აღნიშნული ოცეული  ალყაში მოექცა და  მთლიანად განადგურდა, მათ შორის იყო ვასო გახარია.

error: Content is protected !!