სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ლერი გივის ძე წივილაშვილი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონი
Location: აფხაზეთი

ლერი გივის ძე წივილაშვილი დაიბადა  1967 წლის  3 აგვისტოს  გულრიფშის რაიონის  სოფელ განახლებაში. სწავლობდა სოფელ განახლების  ეგნატე ნინოშვილის სახელობის  საშუალო სკოლაში. 1984 წელს  გაიწვიეს სამხედრო – სავალდებულო სამსახურში. 1986 -1988 წლებში  მსახურობდა მოლდავეთში, საიდანაც მშობლებს  არაერთი მადლობის წერილი აქვთ მიღებული.

1992 წელს  მოხალისედ ჩაირიცხა  ქალაქ სოხუმის შინაგანი ჯარების  პირველი ასეულის  მეორე ოცეულში. იბრძოდა  საქართველოს ტერიტორიული  მთლიანობისთვის.

1993 წლის  სექტემბერში  მოწინააღმდეგის მორიგი შემოტევისას  ლერი წივილაშვილი გმირულად დაიღუპა.

საქართველოს პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში  გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და  თავგანწირვისათვის  ლერი წივილაშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით “მხედრული მამაცობისათვის”.

error: Content is protected !!