სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ნიკოლაი ვასილის ძე გერაშენკო

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სპეცდანიშნულების რაზმი "იუპიტერი"
Location: აფხაზეთი
ნიკოლაი ვასილის ძე გერაშენკო  დაიბადა 1963 წლის 21 აპრილს უკრაინაში. წარმოშობით უკრაინელი, „სისხლის ყივილმა“ აფხაზეთში ჩამოიყვანა. მისი ძმა ვასილი, სოხუმელი ქართველების მეგობარი და საქართველოს უდიდესი გულშემატკივარი იყო. ომის დაწყების დღიდან ქართველების გვერდით იბრძოდა. ის ირიცხებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული სოხუმის გარნიზონის სპეციალური დანიშნულების რაზმ „იუპიტერის“ დივერსიულ ჯგუფში მებრძოლად.

ნიკოლაი 1993 წლის 20 აგვისტოს სოფელ შრომასთან მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა. ეს მისი უკანასკნელი ფოტოა, დაღუპვამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებული. ორივე ძმის გარდაცვალების შემდეგ მათი ადგილი ქართულ ჯარში მათმა დამ დაიკავა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თვგანწირვისათვის ნიკოლაი გერაშენკო, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

error: Content is protected !!