სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

დიმიტრი ტარიელის ძე ჭურღულია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სპეცდანიშნულების რაზმი "იუპიტერი"
Location: აფხაზეთი

უფროსი ლეიტენანტი დიმიტრი ტარიელის ძე ჭურღულია, დაიბადა 1951 წელს სოხუმში.

გამორჩეული ვაჟკაცი, ქალაქის კოლორიტი, სულითხორცამდე საქართველოსთვის დაბადებული, ყოველთვის იქ იყო, სადაც ყველაზე მეტად უჭირდა დედა-სამშობლოს. საქართველოს ჩემპიონი კრივში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის გენერალ-მაიორ თ. ნადარეიშვილის 1992 წლის 22 დეკემბრის ბრძანებულებით შეიქმნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამთავრობო და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დაცვის სპეციალური განყოფილება.
დიმიტრი ტარიელის ძე ჭურღულია საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე ჩაება ბრძოლაში. 1992 წლის დეკემბერში ის ჩაირიცხა ზემოთხსენებულ განყოფილებაში სპეციალური დანიშნულების ჯგუფის «იუპიტერის» ასეულის უფროსად.  დ. ჭურღულია კეთილსინდისიერად და ხარისხიანად ასრულებდა თავის მოვალეობას, იყო მომთხოვნი თავისი თავისა და მებრძოლების მიმართ.
დიმიტრი ჭურღულია მონაწილეობას ღებულობდა რიგ საბრძოლო მოქმედებებში, კერძოდ ქ. სოხუმზე თავდასხმის დროს 4-6 იანვარს, 14-16 მარტს, გუმისთის მიდამოებში, სოფელ შრომასთან, ცუგუროვკაში და ტამიშში.
1993 წლის სექტემბერში აფხაზ სეპარატისტთა და მათ მიერ დაქირავებულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ მთავრობის შენობაზე განხორციელებული შემოტევის დროს, დიმიტრი ტარიელის ძე ჭურღულიამ გამოიჩინა მამაცობა, სიცოცხლის ბოლომდე იგერიებდა მტრის შემოტევას. ძალთა არათანაფარდობის გამო, ბევრი მეომარი გმირულად დაიღუპა. მათ შორის დიმა ჭურღულიაც, რომელმაც თავისი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს ერთიანობას.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თვგანწირვისათვის დიმიტრი ჭურღულია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით

error: Content is protected !!