გოდერძი გუჯეჯიანი დაიბადა 1975 წლის 7 სექტემბერს, გულრიფშის რაიონი სოფელ გვანდრაში. სკოლა დაამთავრა 1991 წელს და მალე აფხაზეთის კომფლიქტი დაიწყო. პირველი მსხვერპლი დედამისი გახდა მათ ოჯახში. ხუთი შვილის დედა დაბომბვის შედეგად დაიღუპა. ყველაზე უფროსი 18 წლის გოდერძი გახლდათ, რომელმაც იარაღი აისხა და მებრძოლთა ჯგუფის ,,მონადირეს“ წევრი გახდა.
ვაჟკაცურად იბრძოდა და სოხუმის დაცემის შემდეგაც არ შეუწყვეტია ბრძოლა. კოდორის ხეობას იცავდა, მაგრამ 1993 წლის 24 ნოემბერს სოფ. ბაგადასთან მტრის ძლიერი შემოტევის დროს გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.
მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ მოხერხდა მისი ნეშტის გადმოსვენება სოფ. გვანდრაში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გოდერძი გუჯეჯიანი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის“ ორდენით.