სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ლეონ ემზარ) ქიშვარდის ძე კვანჭიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, ბატალიონი "მონადირე"
Location: აფხაზეთი

ლეონ ემზარ) ქიშვარდის ძე კვანჭიანი დაიბადა 1955 წლის 25 დეკემბერს, გულრიფშის რაიონის სოფელ ბაგადაში. სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში.

1992 წლის 1 დეკემბრიდან ემზარ კვანჭიანი მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საომარ მოქმედებებში. სოხუმის დაცემის დღიდან შეუერთდა კოდორის ხეობის დამცველებს. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2  საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის სამთო-მსროლელ ბატალიონ „მონადირეში“.

ემზარ კვანჭიანი 1993 წლის 6 ოქტომბერს, გულრიფშის რაიონის სოფელ ჩინთან მიმდინარე ორთაბრძოლების დროს გმირულად დაიღუპა.

 

error: Content is protected !!