ზაზა პაკელიანი დაიბადა 1955 წლის 12 ოქტომბერს ქალაქ სოხუმში. 1973 წელს დაამთავრა სოფელ შრომის საშუალო სკოლა. 1973-1975 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში, შემდეგ კი დაამთავრა მოსკოვის სამთო-გეოლოგიის ინსტიტუტი. ზაზა, სხვადასხვა დროს მუშაობდა კამანში მარმარილოს გადამამუშავებელი კარიერის სამმართველოში , 1990-92 წლებში კი ქალაქ სოხუმის სამგზავრო ავტოკოლონაში.
ზაზა ოჯახთან ერთად სოხუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხოვრობდა, მაგრამ ხშირად ადიოდა სოფელ კამანში დედასთან. 1992 წელს, როდესაც ომი დაიწყო, კამანელებმა ზაზა პაკელიანის ხელმძღვანელობით ასეული შექმნეს. ასეულს თავიდან მზვერავთა ასეული ერქვა, შემდეგ ტანკსაწინააღმდეგო, 1992 წლის ნოემბერში, როდესაც ჩამოყალიბდა 23-ე ბრიგადა, კამანის ასეული ამ ბრიგადის მე-8 ბატალიონის მე-3 ასეულად გარდაიქმნა.
ზაზა პაკელიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტან გორგასლის I ხარისხის ორდენით.
გმირების მარადისობა, ქვეყნის წარსულში აწმყოსა და მომავალშია!
Discussion about this post