AMK

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

Thursday, April 16, 2026
29 °c
Tbilisi
No Result
View All Result
AMK

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

Home კავშირის საქმიანობა

ავთანდილ დეკანოიძე – აფხაზეთის გმირი! 

by amk
September 26, 2024
in კავშირის საქმიანობა, სიახლეები
ავთანდილ დეკანოიძე – აფხაზეთის გმირი! 
0
SHARES
31
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დაიბადა 1961 წლის 18 იანვარს ქალაქ ქუთაისში.
დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. სწავლობდა მინსკის უშიშროების სკოლაში. უყვარდა ზღვისპირეთი, ამიტომაც სოხუმში დამკვიდრდა საცხოვრებლად. იქვე დაოჯახდა. ფიზიკურად ძლიერ, სპორტული აღნაგობის ავთანდილს წარმატებები ჰქონდა სპორტში. სოხუმის აეროპორტის კომენდანტიც იყო. საომარი მოქმედებების დროს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის დაცვის უფროსად დაინიშნა. შემდეგ ჟიული შარტავას დაცვას ხელმძღვანელობდა.
1993 წლის 27 სექტემებრს, ქ. სოხუმის მინისტრთა საბჭოში ჟიული შარტავასთან ერთად ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.
2000 წელს ავთანდილ დეკანოიძის ნეშტი ახლობლებმა გადმოასვენეს სოხუმიდან, დაკრძალულია დიღმის ძმათა სასაფლაოზე.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ავთანდილ დეკანოიძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.
გმირების მარადისობა ქვეყნის წარსულში, აწმყოსა და მომავალშია! 🇬🇪
Tags: ავთანდილდეკანოიძეაფხაზეთისმეომართაკავშირიკავშირი

Discussion about this post

  • მთავარი
  • სიახლეები
  • კავშირის საქმიანობა
  • ჩვენი გმირები
  • ჩვენს შესახებ
  • კანონმდებლობა
  • ჩვენი პარტნიორები
  • არქივი/ძიება

გაწევრიანება

Tbilisi, GE
Thursday, April 16, 2026
light rain
29 ° c
39%
9.75mh
0%
33 c 20 c
Sat
32 c 20 c
Sun
32 c 19 c
Mon
33 c 22 c
Tue
April 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« Feb    
  • ელ-ფოსტა: contact@amk.ge
ტელ: +995 595 85 42 48

Copyright © 2023 Developed by Best Web All Rights Reserved

error: Content is protected !!
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • კავშირის საქმიანობა
  • ჩვენი გმირები
  • ჩვენს შესახებ
  • კანონმდებლობა
  • ჩვენი პარტნიორები
  • არქივი/ძიება

Copyright © 2023 Developed by Best Web All Rights Reserved