მალხაზ კახიანი დაიბადა 1963 წლის 9 აპრილს აფხაზეთში, კოდორის ხეობაში. 1970 წელს ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად სოხუმის რაიონის სოფელ კამანში.მალხაზ კახიანმა აფხაზეთის ომის დაწყებისთანავე დაიკავა ადგილი იქ, სადაც სამშობლოს და მის თანამემამულეებს სჭირდებოდათ. მან თანამებრძოლებისგან შექმნა დაზვერვის ოცეული რომელიც განსაკუთრებულ დავალებებს ასრულებდა და ატარებდა წარმოუდგენელ ოპერაციებს. ზამთარშიც კი ჩადიოდნენ გუდაუთში, შუბარის მთების გავლით, და საჭირო ამოცანების შესრულების შემდეგ შინ უვნებელი ბრუნდებოდნენ.1993 წლის 5 ივლისს, როდესაც სოფელ კამანს მტრის 500 კაციანი მედესანტეთა ბატალიონი შემოესია, მათ სამკვდრო-სასიცოცხლო წინააღმდეგობა კამანის ასეულის 40-ამდე მებრძოლმა გაუწია, ამ მებრძოლთა 7 კაციანი ჯგუფი კი კამანის შტაბიდან იგერიბდა მოწინააღმდეგეს. მტერმა მაინც შეძლო შენობაში შეღწევა და დერეფანში ხელჩართული ბრძოლა გაიმართა, მძიმე შეტაკებების შემდეგ კამანელები იძულებული გახდნენ შენობა დაეტოვებინათ, ბოლოს მალხაზი გამოვიდა , რომელსაც რამოდენიმე მეტრში დაჭრილი მამა ელოდა, მაგრამ შვილმა მამამდე ვერ მიაღწია…მამაც დაიღუპა და შვილიც…ამ უთანასწორო ბრძოლაში მალხაზ კახიანი სხვა თანამებრძოლებთან ერთად გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.მალხაზ ვლადიმერის ძე კახიანს სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.
გმირების მარადისობა, ქვეყნის წარსულში, აწმყოსა და მომავალშია!
Discussion about this post