დაიბადა 1974 წლის 2 სექტემბერს ქალაქ ოჩამჩირეში. დაამთავრა ოჩამჩირის №2 საშუალო სკოლა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში გია ცატავა 1992 წლიდან მონაწილეობდა. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 241-ე ბატალიონში. თანამებრძოლები მას ახასიათებენ როგორც უშიშარ და თავდადებულ მეომარს.
19 წლის გია ცატავა, 1993 წლის ივლისში ბესლახუბაში ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა.
გია ცატავა – გმირების მარადისობა ქვეყნის წარსულში, აწმყოსა და მომავალშია!
Discussion about this post