მამუკა ბეინაშვილი დაიბადა 1973 წლის 7 სექტემბერს კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაში. სწავლობდა ქ.თბილისის 114-ე საშუალო სკოლაში, ვარჯიშობდა კარატეში, იყო შავი ქამარის მფლობელი, ხოლო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ხარატად ელმავალმშენებელ ქარხანაში. 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, მამუკამ როგორც კი გაიგო, ნაძალადევის სამხედრო შტაბიდან მისი მეგობრები აფხაზეთში მიდიოდნენ საომრად,ოჯახს არ დაემშვიდობა ისე გაიპარა, მხოლოდ მეორე დღეს დაურეკა დედას და უთხრა, სხვანაირად ვერ მოვიქცეოდიო. 1992 წლის 1 სექტემბერს ეშერის მისადგომებთან მამუკა ბეინაშვილი გმირულად დაიღუპა,რომელმაც ომში ყოფნის ორკვირიანი ბიოგრაფიით დაასრულა თავისი ახალგაზრდული სიცოცხლე. მას დაკრძალვის მეორე დღეს – 7 სექტემბერს, 19 წელი შეუსრულდებოდა. 2016 წელს თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთ უსახელო ქუჩას მამუკა ბეინაშვილის სახელი მიენიჭა. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის მამუკა ბეინაშვილი,სიკვდილის შემდეგ,დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით. მამუკა ბეინაშვილი, გმირების მარადისობა, ქვეყნის წარსულში, აწმყოსა და მომავალშია.

Discussion about this post