ბესიკ გეთია დაიბადა 1970 წლის 29 ნოემბერს, სოხუმში. დაამთავრა სოხუმის მე-2 საშუალო სკოლა.აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყების პირველივე დღეებიდან ბესო გეთია იარაღით ხელში ჩაება სამშობლოს დამცველთა რიგებში. ირიცხებოდა 23-ე ბრიგადის პირველი მოტომსროლელი ბატალიონის სადაზვერვო ოცეულში მზვერავად.ბესო გეთიამ განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა 1993 წლის 5 იანვარს, სოხუმზე მასშტაბური შემოტევის დროს.1993 წლის 15 მარტს, როგორც კი შეიტყო, რომ მტერმა ჩვენი პოზიციები გაარღვია, ბესო დაუფიქრებლად გაემართა წინა ხაზზე.გუმისთის მისადგომებთან, აფხაზ და დაქირავებულ ბოევიკებს ტყვედ ჰყავდათ აყვანილი ქართველი მებრძოლი. ბესიკ გეთიამ და მისმა თანამებრძოლმა სიცოცხლის ფასად გადაწყვიტეს მისი გადარჩენა. ალყაში მოქცეულ სახლს შეუტიეს, გაიმართა უთანასწორო ბრძოლა. მათ შეძლეს სახლში შეღწევა, ბრძოლით დაიხსნეს ქართველი მეომარი, თუმცა ბესო გეთია მტრის ტყვიამ იმსხვერპლა.23 წლის გმირი -ბესიკ გეთია, რომელმაც სიცოცხლე სამშობლოს შესწირა 1993 წლის 25 მარტს დაკრძალეს სოხუმში. ის დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.გმირების მარადისობა, ქვეყნის წარსულში აწმყოსა და მომავალშია.
youtube.com/watch?v=WoZS-EAg62c&feature=youtu.be

Discussion about this post