2022 წელს ზუგდიდში „ფრანგულ პარკში“. ბიუსტის გახსნის იდეა აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრების საინიციატივო ჯგუფს ეკუთვნის, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს უშუალო ჩართულობით და მხარდაჭერით განხორციელდა.
გენო ადამია აფხაზეთში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაური იყო. მან 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგაც განაგრძო წინააღმდეგობის გაწევა და 28 სექტემბერს კელასურის ხიდზე ბრძოლისას დაიღუპა.
გენო ადამია დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I და III ხარისხის ორდენებით. 2020 წლის 22 სექტემბერს გენერალ-მაიორ გენო ადამიას საქართველოს უმაღლესი ჯილდო – ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
Discussion about this post