AMK

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

Friday, April 17, 2026
29 °c
Tbilisi
No Result
View All Result
AMK

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

Home სიახლეები

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო უწოდა

by amk
July 5, 2023
in სიახლეები
0
SHARES
5
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
სამშაბათს, 4 ივლისს, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო შემაჯამებელი დეკლარაცია, რომელშიც  რუსეთი დაფიქსირებულია როგორც ტერორისტული ჯგუფი „ვაგნერის“- ს სპონსორი სახელმწიფო.

ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახური“-დან  ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის უკრაინის დელეგაციის წევრი ევგენია კრავჩუკი აცხადებს.

ვანკუვერში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრის შემაჯამებელ დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის მთავრობის სახელით კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერი“-ს ქმედებები "სამართლიანია იყოს შეფასებული როგორც ტერორისტული".

აღსანიშნავია ისიც, რომ ეუთოს წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ ზომები „ვაგნერი“-ს ჯგუფის, ასევე მასთან აფილირებული და სამართალმემკვიდრე სტრუქტურების წინააღმდეგ მათი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებით.

დეკლარაცია ასევე მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს "გააძლიერონ საერთაშორისო ნორმები, რომლებიც აშკარად აღიარებენ ვაგნერის ჯგუფის ტერორისტულ ხასიათს და მის ქმედებებს" და "რუსეთის, როგორც ამ ტერორისტული ორგანიზაციის სპონსორი სახელმწიფოს პასუხისმგებლობას".

შეგახსენებთ, რომ პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იყო - მან შესაბამისი რეზოლუცია 2022 წლის ოქტომბერში მიიღო.

დღეს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ერთადერთი ევროპული ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთს, შეერთებულ შტატებსა და უკრაინას აერთიანებს.

Tags: ეუთოვაგნერირუსეთიტერორიზმიუკრაინა

Discussion about this post

  • მთავარი
  • სიახლეები
  • კავშირის საქმიანობა
  • ჩვენი გმირები
  • ჩვენს შესახებ
  • კანონმდებლობა
  • ჩვენი პარტნიორები
  • არქივი/ძიება

გაწევრიანება

Tbilisi, GE
Friday, April 17, 2026
light rain
29 ° c
39%
9.75mh
0%
33 c 20 c
Sat
32 c 20 c
Sun
32 c 19 c
Mon
33 c 22 c
Tue
April 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« Feb    
  • ელ-ფოსტა: contact@amk.ge
ტელ: +995 595 85 42 48

Copyright © 2023 Developed by Best Web All Rights Reserved

error: Content is protected !!
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • კავშირის საქმიანობა
  • ჩვენი გმირები
  • ჩვენს შესახებ
  • კანონმდებლობა
  • ჩვენი პარტნიორები
  • არქივი/ძიება

Copyright © 2023 Developed by Best Web All Rights Reserved