AMK

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

Friday, April 17, 2026
29 °c
Tbilisi
No Result
View All Result
AMK

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

Home სიახლეები

საქართველოს თავდაცვის მინისტრი შვედეთში ვიზიტით იმყოფება

by amk
July 5, 2023
in სიახლეები
0
SHARES
2
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
საქართველოს თავდაცვის მინისტრი შვედეთში ვიზიტით იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძე შვედმა კოლეგამ პოლ ჯონსონმა და სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა კარლ-ოსკარ ბოლინმა მიიღეს.

თავდაცვის მინისტრებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, ნატოსთან თანამშრომლობა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა. ჯუანშერ ბურჭულაძემ მადლობა გადაუხადა შვედეთის მხარეს თავდაცვის სფეროში ძლიერი პოლიტიკური და მნიშვნელოვანი პრაქტიკული მხარდაჭერისთვის. ასევე აღნიშნა შვედეთის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირების მისწრაფებებზე. ხაზი გაესვა შვედეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე.

განხილვის ძირითადი თემები იყო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სამომავლო გეგმები. მხარეები შეთანხმდნენ ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე. ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს, პიტერ ჰულტქვისტს შეხვდა.
Tags: ბურჭულაძეევრკოვაშირითავდაცვის სამინისტრონატოსაქართველო

Discussion about this post

  • მთავარი
  • სიახლეები
  • კავშირის საქმიანობა
  • ჩვენი გმირები
  • ჩვენს შესახებ
  • კანონმდებლობა
  • ჩვენი პარტნიორები
  • არქივი/ძიება

გაწევრიანება

Tbilisi, GE
Friday, April 17, 2026
light rain
29 ° c
39%
9.75mh
0%
33 c 20 c
Sat
32 c 20 c
Sun
32 c 19 c
Mon
33 c 22 c
Tue
April 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« Feb    
  • ელ-ფოსტა: contact@amk.ge
ტელ: +995 595 85 42 48

Copyright © 2023 Developed by Best Web All Rights Reserved

error: Content is protected !!
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • კავშირის საქმიანობა
  • ჩვენი გმირები
  • ჩვენს შესახებ
  • კანონმდებლობა
  • ჩვენი პარტნიორები
  • არქივი/ძიება

Copyright © 2023 Developed by Best Web All Rights Reserved