სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე ლაშა ხეთერელი უკანონოდ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ყველა არსებული მექანიზმი გამოიყენება უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის რაც შეიძლება მალე გასათავისუფლებლად. "ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს საერთაშორისო პარტნიორებს და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის რაც შეიძლება მალე გასათავისუფლებლად ამოქმედებულია. პასუხისმგებლობა საქართველოს ოკუპირებულ, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ტერიტორიებზე ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე საოკუპაციო ძალას ეკისრება", – ნათქვამია ინფორმაციაში.
Discussion about this post