სოხუმის რაიონში, სოფელ ლინდავას მკვიდრმა სამოცი წლის გრიგოლ უგრეხელიძემ თავისი ცხოვრება პატიოსან შრომაში, ოჯახისა და სამშობლოს სიყვარულში გაატარა. ძლიერი ვაჟკაცები გაუზარდა საქართველოს, შთაუნერგა მშობლიური მიწის ყადრი და სიყვარული. ამ ლამაზ ოჯახს მყუდროება მომხდურის ავმა ზრახვებმა, საკუთარის წართმევით რომ იყო გაჯერებული, დაურღვია…
აფხაზეთის კონფლიქტის დაწყებისთანავე გრიგოლ უგრეხელიძემ თავისი შვილები _ 27 წლის გიორგი და 25 წლის ზვიადი გვერდით ამოიყენა და 1992 წლის სექტემბერში რიგითებად ჩაეწერნენ მეორე საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში.
1993 წლის 16 სექტემბერს მტრის მასიური შემოტევის დროს მცირე ჯგუფით გადაეღობა მტერს გიორგი და ისიც ვაჟკაცურად შეეგება სიკვდილს სამშობლოსათვის.
მეორე დღეს 17 სექტემბერს, შვილებდაკარგული, გააფთრებული მამა თავდაუზოგავად ებრძოდა მტერს, ჭურვის ნამსხვრევმა ისიც იმსხვერპლა… საბრძოლო მოქმედებების გართულების გამო, თანამებრძოლებმა ვერ შეძლეს მისი ნეშტის ბრძოლის ველიდან გამოტანა.