გენადი გიორგაძე დაიბადა 1963 წლის 8 მაისს ქალაქ სოხუმში. 1973 წელს დაამთავრა გულრიფშის საშუალო სკოლა. 1981-1983 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური.
გენადი გიორგაძე 1992 წლის 25 სექტემბრიდან საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მეორე საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველი მოტომსროლელი ბატალიონის რიგებში ირიცხებოდა. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა. მონაწილეობდა არაერთ საბძოლო ოპერაციაში.
1993 წლის 24 სექტემბერს სოფელ იაშთხვაზე შემოტევის დროს მტრის მიერ ნასროლი ჭურვისგან დაიჭრა და ბრძოლის ველიდან გულრიფშის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჭრილობები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გენადი გიორგაძე დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ მიასნიკოვში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გენადი გიორგაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“