დაიბადა 1961 წლის 18 იანვარს ქალაქ ქუთაისში.
დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. სწავლობდა მინსკის უშიშროების სკოლაში. უყვარდა ზღვისპირეთი, ამიტომაც სოხუმში დამკვიდრდა საცხოვრებლად. იქვე დაოჯახდა. ფიზიკურად ძლიერ, სპორტული აღნაგობის ავთანდილს წარმატებები ჰქონდა სპორტში. სოხუმის აეროპორტის კომენდანტიც იყო. საომარი მოქმედებების დროს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის დაცვის უფროსად დაინიშნა. შემდეგ ჟიული შარტავას დაცვას ხელმძღვანელობდა.
1993 წლის 27 სექტემებრს, ქ. სოხუმის მინისტრთა საბჭოში ჟიული შარტავასთან ერთად ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.
2000 წელს ავთანდილ დეკანოიძის ნეშტი ახლობლებმა გადმოასვენეს სოხუმიდან, დაკრძალულია დიღმის ძმათა სასაფლაოზე.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ავთანდილ დეკანოიძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.
გმირების მარადისობა ქვეყნის წარსულში, აწმყოსა და მომავალშია!
Discussion about this post