ბესიკ ბერია დაიბადა 1958 წლის 21 იანვარს,. ოქროს მედალზე დაამთავრა სოხუმის შოთა რუსთაველის სახელობის #1 საშუალო სკოლა, ხოლო შემდეგ ხარკოვის სამშენებლო ინსტიტუტი .1992 წლის 23 სექტემბრიდან, აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს უფროსი ლეიტენანტი ბესიკ ბერია, ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-3 ბატალიონის _ სადაზვერვო ოცეულის მეთაურად.
1993 წლის 16 მარტს, ქალაქ სოხუმზე მასიური შტურმის დროს, მტრის ცალკეულმა ჯგუფებმა სოფელ აჩადარაში შეძლეს ზოგიერთი ქართული პოზიციის გარღვევა. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი ბესიკ ბერიამ და მისმა ოცეულმა ალყაში მოაქციეს და მათი ლიკვიდაცია მოახერხეს.თუმცა ბესიკ ბერია ამოპერაციის შესრულებისას სასიკვდილოდ დაიჭრა მას ორი ტყვია მოხვდა თავსა და გულმკერდის არეში . დაჭრილი მეთაური ბრძოლის ველიდან თანამებრძოლებმა რეზო ქარდავამ და ავთანდილ ქოიავამ გამოიყვანეს.ბესიკ ბერია მიყენებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა.
უფროსი ლეიტენანტი ბესიკ აკაკის ძე ბერია დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით სიკვდილის შემდეგ.
ეს იყო წამი,რომელმაც თანამებრძოლებისთვის მისაბაძი მამაცი მეთაური ბესიკ ბერია გმირად აქცია.
დიდება გმირებს!
Discussion about this post