დაიბადა 1965 წლის 31 იანვარს ქალაქ სოხუმში.
ბესიკ ჩაჩიბაია 1992 წლის სექტემბრიდან მსახურობდა საქართველოს
რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის საკომენდანტო ასეულში. ბესიკი გამოირჩეოდა როგორც დისციპლინირებული, უშიშარი მებრძოლი, მონაწილეობდა პოზიციურ ბრძოლებში მდინარე გუმისთაზე – სოფელ აჩადარაში , სოფელ იაშთუხასთან, ასევე ასეულის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში.
ერთ-ერთი ასეთი ბრძოლისას 1992 წლის 3 დეკემბერს სოფელ ათარა-აფხაზკაიასთან ბესიკი გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ბესიკ ჩაჩიბაია ,სიკვდილის შემდეგ,დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.
ბესიკ ჩაჩიბაია – გმირების მარადიოსბა ქვეყნის წარსულში, აწმყოსა და მომავალშია!
Discussion about this post