სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჩვენს შესახებ

“აფხაზეთის მეომართა კავშირი” წარმოადგენს არასამეწარმეო, არაკომერციულ, არაპოლიტიკურ და წევრობის პრინციპებზე დამყარებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, აერთიანებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით 1992–93 წლებში აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დევნილობაში მყოფ მონაწილეებს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს. გარდაცვალების შემთხვევაში კავშირის წევრობა, სურვილის შემთხვევაში, გადადის მშობელზე/მეუღლეზე/შვილზე. კავშირის წევრობა ასევე შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის მიზნით წარმოებული საბრძოლო მოქმედებების სხვა მონაწილეებს. კავშირში გაწევრიანება ასევე შეეძლება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს კავშირის წესდების მოთხოვნებს, იზიარებს კავშირის პრინციპებს და გამოთქვამს სურვილს აქტიური დახმარება გაუწიოს კავშირს მისი წესდებით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებაში. კავშირის ფინანსური უზრუნველყოფა აგებულია საწევროებზე და შემოწირულობებზე. შემოწირულობები უნდა იყოს ღია, ხოლო შემომწირველის საქმიანობა გამჭვირვალე და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ასევე საერთაშორისო სამართალს, არ უნდა იყოს დაკავშირებული შემდგომში რაიმე პოლიტიკურ, თუ სხვა სახის დაკვეთასთან. საწევროებით და შემოწირულობებით მიღებული თანხები ხმარდება კავშირის წესდებით გათვალისწინებულ საქმიანობას და არ გამოიყენება კერძო ინტერესებში.

კავშირის ძირითადი მიზნებია:

– კავშირის წევრებს გაუწიოს უფასო იურიდიული კონსულტაცია ადმინისტარციულ, სამოქალაქო და შრომის სამართლის კუთხით. (სისხლის სამართლის საქმეებში დაეხმაროს კვალიფიციური საადვოკატო მომსახურების მოძიებაში)

– კავშირის წევრებს დაეხმაროს და ხელი შეუწყოს კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღებაში. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებლობის ფარგლებში, შუამდგომლობა გაუწიოს სახელმწიფო სტრუქტურებთან დახმარების მიღების საკითხში, გარდა კანონით გათვალისწინებული დახმარების პაკეტისა.

– კავშირის წევრების წარმატებულ შვილებს, სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, ხელი შეუწყოს შესაძლებლობების რეალიზებასა და მაღალკვალიფიციური განათლების მიღების საქმეში. ამ მიზნით ამყარებს კავშირებს და აქტიურად თანამშრომლობს როგორც საქართველოს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან, ასევე საქართველოში მოქმედ საერთაშორისო და ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან.

– შეისწავლოს კავშირის წევრთა ოჯახების სოციალური მდგომარეობა, რათა განსაზღვროს მათი დახმარების საჭიროება.

– შეადგინოს მაქსიმალურად რეალობასთან მიახლოებული ომის მონაწილეთა და დაღუპულთა მონაცემთა ბაზა, რომელიც ახალი ინფორმაციის მიღებისთანავე დაკორექტირდება.

– საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, შესაძლებლობის ფარგლებში, უზრუნველყოს ვეტერანები მაღალი სტანდარტის სოციალური საშეღავათო პაკეტით, რაც სამომავლოდ მოსახლეობაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ვეტერანთა მიმართ და ზოგადად სამხედრო სფეროსადმი დამოკიდებულებას დადებითი კუთხით შეცვლის და აამაღლებს სამხედრო-პატრიოტულ სულისკვეთებას.

– კავშირი დაამყაროს საქართველოში მოქმედ სხვა სამხედრო-პატრიოტულ და სამხედრო-ვეტერანთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მათი გამოცდილების გაზიარების და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობის გამყარების მიზნით. მათი დახმარებით დაუკავშირდეს საზღვარგარეთ მოქმედ ანალოგიურ ორგანიზაციებს, შემდგომში ურთიერთთანამშრომლობის მიზნით.

– ახალგაზრდებში სამხედრო პატრიოტული გრძნობების ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლებისა და თავდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, შეიმუშავებს შესაბამის პროგრამას სკოლებში აკადემიური საათების ჩასატარებლად.

– საზოგადოებაში სტიქიური უბედურებების დროს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით, ქმნის სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფებს, ატარებს შესაბამის ტრენინგებს. ამ მიზნით თანამშრომლობისათვის ეძებს ამ დარგის სპეციალისტებს და ადგენს სათანადო გეგმებს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხარდაჭერით ატარებს შესაბამის ახსნა-განმარტებით სამუშაოებს.

– ახალგაზრდებში საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების მიზნით, შესაბამისი სპეციალისტების მოწვევით ადგენს საქართველოს მოკლე ისტორიული მიმოხილვის კრებულს, რომელშიც მარტივ და გასაგებ ენაზე იქნება აღწერილი, თუ რატომ არის აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილი.

– კავშირი საქართველოს მასშტაბით, საკუთარი ძალებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ხელმძღვანელობების მხარდაჭერით, ახორციელებს საქართველოს ეროვნული გმირების გაცნობას. ასევე, ეროვნული გმირის წოდების შინაარსის პოპულარიზაციის მიზნით მაქსიმალურად ხელს უწყობს საქართველოს რეგიონებში ეროვნული გმირების ბიუსტებისა და საპატიო დაფების გახსნას როგორც საზოგადოებრივ ადგილებში (სკვერები, ბულვარები), ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

Tbilisi, GE
კვირა, თებერვალი 9, 2025
light rain
29 ° c
39%
9.75mh
0%
33 c 20 c
შაბ
32 c 20 c
კვი
32 c 19 c
ორშ
33 c 22 c
სამ
თებერვალი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728  
error: Content is protected !!