კახაბერ გოგის ძე ლომიძე დაიბადა 1969 წლის 9 აგვისტოს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა ბესლეთის საშუალო სკოლა. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, კახაბერ ლომიძე, 1992 წლის დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის I მოტომსროლელ ბატალიონში. 1993 წლის 18 აგვისტოს, მტრის მორიგი მასიური შემოტევის დროს, კახაბერ ლომიძე თავდაუზოგავად იბრძოდა სოფელ ლინდავასა და ოდიშში მიმდინარე ოპერაციებში. 18 სექტემბერს, კახაბერ ლომიძე მცირერიცხოვანი ჯგუფით წინ გადაეღობა მოწინააღმდეგის ძლიერ შემოტევას სოფელ გვარდასთან. კონტრიერიშის დროს სადაც მტერს დიდი ზარალი მიადგა კახაბერ ლომიძე გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. კახაბერ ლომიძის ძმა – 1972 წლის 20 თებერვალს ქალაქ სოხუმში დაბადებული თენგიზ ლომიძეც სამშობლოსთვის იბრძოდა. დაამთავრა ბესლეთის I საშუალო სკოლა. მუშაობდა პურის ქარხანაში.
თენგიზ ლომიძე აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის I მოტომსროლელი ბატალიონის რიგებში. თენგიზ ლომიძე დაიღუპა 1992 წლის 8 ნოემბერს, ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს .
ეს იყო წამი რომელმაც ძმები კახაბერ და თენგიზ ლომიძეები გმირებად აქცია!
დიდება გმირებს!
Discussion about this post