ელგუჯა ბერიძე ირიცხებოდა აფხაზეთის ყოფილი სამხედრო პოლიციის სამმართველოს შემადგენლობაში ბატალიაონის მეთაურად 1992 წლის 10 ოქტომბრიდან 1993 წლის 16 მარტამდე. ელგუჯა ბერიძე მონაწილეობდა ასულის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში.
1993 წლის 16 მარტს მტერმა ალყაში მოაქცია ქართული შენაერთი და ინტენსიური შეტევა განახორციელა ,სადაც ქართული მხარე იძულებული გახდა უკან დაეხია.თუმცა მალევე ისევ შეტევა მოახერხეს ქართველმა მეომრებმა და დათმობილი პოზიციები დაიბრუნეს.მტრის შემოტევის დროს წინა ხაზზე იბრძოდა ელგუჯა ბერიძე.ის მძიმედ დაიჭრა ამ ბრძოლაში რაც ელგუჯა ბერიძისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა და ბატალიონის მეთაური გარდაიცვალა.
ეს იყო წამი,რომელმაც საკუთარი ქვეყნისთვის თავდადებული ელგუჯა ბერიძე გმირად აქცია.
დიდება გმირებს!
Discussion about this post