2023 წლის 4 აპრილს, ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, ამის შესახებ ინფრომაცია აფხაზეთის “საინფრომაციო-ანალიტიკური ცენტრი” ავრცელებს.
საქართველოს რეზოლუცია საბჭოს სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა.
ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე; ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის ეფექტურ კონტროლსა და რუსეთის პასუხისმგებლობას ადგილზე ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, რაც დადასტურებულ იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებით.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება ნათლად მიუთითებს ოკუპირებულ რეგიონებში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სხვა საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობაზე.
Discussion about this post