უკრაინაში ბავშვების მკვლელობისა და მათი უფლებების დარღვევის გამო გაერომ რუსეთი საკუთარ "შავ სიაში" შეიყვანა. გაეროს უშიშროების საბჭოს ანგარიშის თანახმად, გასული წლიდან რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა და მასთან აფილირებულმა ჯგუფებმა სკოლებსა და საავადმყოფოებზე 480-მდე თავდასხმა განახორციელეს. დოკუმენტის თანახმად, თავდასხმების შედეგად 136 ბავშვი დაიღუპა და 518 დაშავდა. გაეროს უშიშროების საბჭოს ანგარიშში ნათქვამია, რომ გასული წლის განმავლობაში, კონფლიქტების ფონზე, ბავშვთა მიმართ ძალადობა გამოვლინდა მსოფლიოს 24 ქვეყანაში, რაც გავლენას ახდენს 13,469 ბავშვზე, მათგან 2985 გარდაიცვალა. ასეთი ქვეყნების სიაში შედის მიანმა, სამხრეთ სუდანი, საჰელის ცენტრალური ნაწილი, განსაკუთრებით ბურკინა- ფასო. ამავე დროს, გაეროს თანახმად, ბავშვებზე ძალადობა გაძლიერდა კოლუმბიაში, ისრაელსა და პალესტინის ტერიტორიებზე - ლიბანში, ლიბიაში, მალიში, ნიგერიაში, სუდანსა და სირიაში.
Discussion about this post