გელა გელაშვილი დაიბადა 1956 წლის 19 ივლისს, გაგრის რაიონის სოფელ ალახაძეში. დაამთავრა ალახაძის პირველი საშუალო სკოლა, კემეროვოს კვების მრეწველობის ინსტიტუტი. ომამდე შემდეგ მუშაობდა გაგრის რძის ქარხანაში ინჟინერ-ტექნოლოგად. 1992 წლის 18 აგვისტოს, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ჩაირიცხა გაგრის ბატალიონში ოცმეთაურის თანამდებობაზე. 1992 წლის 2 ოქტომბერს მოწინაღმდეგის მორიგი შემოტევისას,გელა გელაშვილი სამხედრო-საბრძოლო მანქანით გადაადგილდებოდა.მტერი ჭურვებით ბომბავდა ქალაქს და საჰაერო იერიშის დროს შეუძლებელი იყო საჭირო საკვების ან მედიკამენტების მიწოდება დანიშნულების ადგილებისთვის.გელა გელაშვილმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იტვირთა მოსახლეობის დახმარება.თუმცა საჰაერო იერიშისას მანქანა რომელსაც გელა გელაშვილი მართავდა აფეთქდა.
ეს იყო წამი,რომელმაც სამშობლოსთვის უანგაროდ მებრძოლი და სხვისი უსაფრთხოების დასაცავად საკუთარი სიცოცხლის დამთმობი გელა გელაშვილი გმირად აქცია.
დიდება გმირებს!
Discussion about this post