მალხაზ გურამის ძე ლეფსვერიძე დაიბადა 1968 წლის 10 ნოემბერს გაგრის რაიონის სოფელ ხეივანში.
დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა. სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოიხადა რუსეთის ქალაქ ტამბოვში.
1992 წლიდან მონაწილეობდა ქალაქ გაგრასა და სოფელ სიხარულში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. გაგრის დაცემის შემდეგ ოჯახს ჩააკითხა წყალტუბოში, მაგრამ მალევე დაბრუნდა პოზიციებზე, უკვე სოხუმში. ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის საკომენდანტო ასეულში.
მალხაზ ლეფსვერიძე დაიღუპა 1993 წლის 29 აპრილს სოხუმში, ჭურვის აფეთქების შედეგად.