სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ჟორა პავლეს ძე თუთისანი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ჟორა პავლეს ძე თუთისანი პირველივე დღიდან დადგა სამშობლოს ინტერესების დამცველთა რიგებში.

აფხაზეთის მკვიდრი აფხაზეთის უკეთეს მომავალზე ოცნებობდა. ამიტომაც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად თავდაუზოგავად იბრძოდა. 1992 წლის 11 დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში მსროლელად. აქტიურად მონაწილეობდა არაერთ რთულ საბრძოლო ოპერაციაში.

ჟორა  თუთისანი  იყო  ენერგიული, უშიშარი  მებრძოლი. გმირულად  იბრძოდა  და გმირულად  დაიღუპა  1993  წლის   29  მაისს, სოფელ   ცაგერას  დაცვის  დროს.

error: Content is protected !!