აბესალომ ელვარდის ძე ყურაშვილი დაიბადა 1973 წლის 15 იანვარს გულრიფშის რაიონის სოფელ ამტყელში. დაამთავარა სოფელ წებელდის საშუალო სკოლა.
1992 წელს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისას სამხედრო-სავალდებულო სამსახურს იხდიდა,მსახურობდა შინაგანი ჯარების სოხუმის ცალკეულ ბატალიონში.
აბესალომ ყურაშვილი დაიღუპა 1993 წლის სექტემბერში, მდინარე კოდორის მიმდებარედ.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის აბესალომ ყურაშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „ მხედრული მამაცობისთვის“.